მას აქვს ძალიან დიდი სურვილი, ჩაერთოს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში - გიული ალასანია ვოლოდიმირ ზელენსკიზე

სულ ნახვები : 14,130
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სურვილი აქვს, საქართველოს სახალხო არტისტის, ბუბა კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონიალის სამზადისში ჩაერთოს. 

„უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიიდან დარეკეს რეფორმების ოფისში, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს ჩემი შვილი და იქ შეატყობინეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში ამ ამბის გამო და მას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩაერთოს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში“, - განაცხადა ალსანიამ. 

ალასანიას თქმით, კიკაბიძე ძალიან ბევრს აკეთებდა მიხეილ სააკაშვილისთვის. 

„მინდა მივუსამძიმრო არა მარტო ოჯახს, იმიტომ, რომ ბუბა დიდი ხანია უკვე ოჯახს გასცდა და სხვათა შორის საქართველოსაც. მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს მთელს მსოფლიოში. მე პირადად ვეკუთვნი იმ უმცირესობას, ვისაც გვახსოვს მისი სცენაზე პირველად გამოჩენა. ახლო მეგობარი იყო, ძალიან ბევრს აკეთებდა ეს ადამიანი იმისთვის, რომ გადაერჩინა ჩემი შვილის სიცოცხლე“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები