პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

სულ ნახვები : 2,606
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პროკურატურამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეის ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.

როგორც საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,  შესაძლებელია პროცესი დღესვე გაიმართოს, თუმცა ეს უკვე სასამართლოზეა დამოკიდებული.

„შუამდგომლობა ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შეტანილია სასამართლოში. სასამართლოზეა დამოკიდებული, რა ვადაში მოხდება მისი განხილვა. ჩვენი დეკლარირებული პოზიცია იყო, რომ პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენს თვითმიზანს. ეს შუამდგომლობა შეტანილია, ჩვენ ჩვენი პირობა შევასრულეთ. დაველოდებით სასამართლოს. ეს შუამდგომლობა მაქსიმალურად გონივრულ ვადაში უნდა იყოს განხილული, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს სასამართლოზეა დამოკიდებული", - განაცხადა სადრაძემ.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა გუშინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა