„მეასეხარისხოვანია, საერთოდ არ მაინტერესებს მელიას მერაბიშვილთან რა დამოკიდებულება აქვს“ - ანა წითლიძე

სულ ნახვები : 6,143
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საერთოდ არ მაინტერესებს მელიას მერაბიშვილთან რა დამოკიდებულება აქვს და მერაბიშვილს მელიასთან, - ამის შესახებ CNews-ს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განუცხადა. მისი თქმით, პარტიაში ლიდერებს შორის დაპირისპირება მეასეხარისხოვანია და ამომრჩეველს სხვა საკითხები უფრო აინტერესებს.

„შიდა გარჩევები ნაკლებად საინტერესოა.  ვინ ვის რას აბრალებს, ისიც ნაკლებად მაინტერესებს. სამეგრელოში ვარ, ხალხს ვხვდები და ადამიანებს საერთოდ სხვა მოლოდინები აქვთ „ნაციონალური მოძრაობისგან“, ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ  პრეზიდენტი გვყავს პატიმრობიდან დასახსნელი. გულწრფელად გეტყვით, ნაკლებად მაინტერესებს ვინ ვისზე რას ლაპარაკობს. საერთოდ არ მაინტერესებს მელიას მერაბიშვილთან რა დამოკიდებულება აქვს და მერაბიშვილს მელიასთან. თავმჯდომარეობის კანდიდატებს მივმართავ,  სჯობს, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ვკონცენტრირდეთ, ვიდრე მეათე და მეასეხარისხოვან ამბებზე ვისაუბროთ. ჩვენს მრავალათასიან ამომრჩეველს არ აინტერესებს კანდიდატებისგან ერთმანეთზე ბრალდებების მოსმენა“, - განუცხადა CNews-ს ანა წითლიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მის წინააღმდეგ პროცესები თავიდან ბოლომდე ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის მიერ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები