„პათოლოგიურად უპასუხისმგებლო“ - საბა ბუაძე კახა კალაძეზე

სულ ნახვები : 107
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„პათოლოგიურად უპასუხისმგებლო“ - ასე ეხმიანება პარტია „ლელო“-ს წარმომადგენელი საბა ბუაძე თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებებს.

ბუაძე, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, კალაძის განცხადებებს ბოდვას უწოდებს.

„ჩვენ გვყავს მერი, რომელიც არის პათოლოგიურად უპასუხისმგებლო და რეალობას მოწყვეტილი. ძალიან სამწუხაროა, რომ 2023 წელიც ამ ცინიკური ბოდვით დაიწყო:

ლიფტები თქვენი პასუხისმგებლობაა და მიხედეთო;

მერიაში კორუფციაა და ყველას გაფრთხილებთ, თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდესო;

მეტრო "გოცირიძის" ჩავარდნილი რეაბილიტაცია კომპანიის ბრალია;

ვარკეთილის მეტროს პრობლემაც კომპანიის ბრალია;

ვაკის პარკის ტრაგედია კომპანიის და 1-2 დაბალი რგოლის მოხელის ბრალიაო;

უკანონო მშენებლობა დეველოპერების ბრალია;

უპატრონო ცხოველებიც სხვისი ბრალია;

დასუფთავების პრობლემები ხალხის ბრალია, ისინი ყრიან ნაგავს;

ბეტონის ჯუნგლებში რომ ვცხოვრობთ, ეგ მხოლოდ წინა ხელისუფლების ბრალია.

სიღარიბე ობიექტური მოცემულობაა და არა მისი ვინც 10 წელია ხელისუფლებაშია.

მადლობა ბატონო კახი, 5 მილიონიანი საახალწლო კონცერტი მართლა კარგია, ეგ ნამდვილად თქვენი პასუხისმგებლობაა“, - წერს ბუაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები