ნიკა მელიამ პოსტიდან ჩემი გაავისუფლების მოთხოვნას უარით უპასუხა - კობა ნაყოფია

სულ ნახვები : 4,779
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნიკა მელიამ პოსტიდან ჩემი გაავისუფლების მოთხოვნას უარით უპასუხა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა. 

მისი თქმით,  პოსტიდან მის გაშვებას დავით კეზერაშვილი ითხოვდა.

ნაყოფია იზიარებს ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას ბრალდებებს ყოფილი მაღალჩინოსნების - კეზერაშვილისა და მერაბიშვილის წინააღმდეგ.

„მე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ შემთხვევით არ დავნიშნულვარ და არც მანამდე - როცა პარტიის აღმასრულებელი მდივანი ვიყავი. ეს იყო პარტიის გადაწყვეტილება. ჩვენი პარტია ძალიან დიდია. ეს იყო ყრილობაზე  სრული კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილება. მე პიროვნულად არავის დავუნიშნივარ და პიროვნულად ვერავინ გამათავისუფლებდა. ვიცი ნიკა მელიასგან, რომ ამ შემოთავაზებას (პოსტიდან გაშვება) მან, რა თქმა უნდა, უარით უპასუხა"- განაცხადა ნაყოფიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები