არაფერს არ ითხოვდა, სამჯერ გვესროლა, ვინც ვერ შეასწრო, ყველა ჩაცხრილა - თვითმხილველი საგარეჯოში მომხდარის დეტალებზე

სულ ნახვები : 46,108
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"არაფერს არ ითხოვდა, სამჯერ გვესროლა... ბოთლი გადმოაგდო და აფეთქდა... მაღაზიაშიც ისროდა და პოლიციელი მოკლა...  ვინც ვერ შეასწრო, ყველა ჩაცხრილა" - ამის შესახებ " თვითმხილველი საუბრობს და საგარეჯოში მომხდარის დეტალებს იხსენებს.

 

"არაფერს არ ითხოვდა. უბრალოდ გადმოყო და დაგვიშვა, რა. აი, უბრალოდ გადმოყო და დაგვიშვა, რა. ყოფილი ნაბრძოლი იყო, არ ვიცი, რამდენადაც ვიცი. განდეგილად ცხოვრობდა, რა. ერთი 10 წლის გადმოსულიც არ იქნებოდა, ახალი შეძენილი მეზობელი იყო. თავისთვის ცხოვრობდა ასე, შედიოდა-გადიოდა სახლში მარტო... და რამდენადაც ვიცოდით, მას რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მე რამდენადაც ვიცი. გადმოყო და პირდაპირ დაგვიშვა. სამჯერ გვესროლა, მერე უკან გადავიდა და უკანა მხრიდან ისროლა... იქ იოლის მაღაზიაში დაიწყო სროლა და მე მგონი იოლის მაღაზიაში ორ გოგოს მოარტყა კიდე და იქ მოკლა პოლიციელები მე რამდენადაც ვიცი და ჩვენიდან 4 მოკლა. ჩვენ უბრალოდ შევასწარით სადარბაზოში. თავიდან გადმოაგდო ბოთლი, რომელშიც იყო რაღაცა ნივთიერება და ის ნივთიერება აფეთქდა და მაგაზე მივხვდით, რომ კიდევ უნდა დაეწყო სროლა და შევასწარით და ვინც შევასწარით, შევასწარით, ვინც არა და ჩაცხრილა პირდაპირ. აი ასე, პირდაპირ მოგვიშვა, რა" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები