ოქროს მოწმეა თავდამსხმელის შვილი, რომელიც სროლისას სახლში იმყოფებოდა - ელისო კილაძე საგარეჯოში მომხდარზე

სულ ნახვები : 10,030
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვითარება საგარეჯოში. ადგილზე ჟურნალისტი ელისო კილაძე იმყოფება. ჟურნალისტი ამბობს, რომ პირმა, რომელიც კორპუსიდან ისროდა, დახოცა მეზობლები, რომელიც არაფერ შუაში არ არიან.

მისი თქმით, ოქროს მოწმეა თავდამსხმელის შვილი, რომელიც სახლში იმყოფებოდა სროლისას.

 "როგორც კი ინფორმაცია გავრცელდა მაშინვე წამოვედით. სიმართლე გითხრათ, თავიდან მეგონა, რომ ეს იყო "ფლეშმობი" და მედიას გვტროლავდნენ, იმდენად ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდებოდა. დაუჯერებელია, ადამიანმა აიღო  ავტომატი, მესამე სართულიდან დაუშინო მეზობლებს და ეზოში მყოფ პირებს. 4 პირი ადგილზევე გარდაიცვალა, დასახმარებლად მისული პოლიციელიც ადგილზევე მოკლა. ყოფილი სამხედროა, ფოტოც ჩვენ, Cnews.ge -მ გავავრცელეთ ამ პირის. ოქროს მოწმეა მისი შვილი, რომელიც სახლში იმყოფებოდა სროლისას. ალბათ ოდესმე გავიგებთ ყველაფერს, რა სიტუაცია იყო ისეთი, რომ ადამიანმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. მეზობლები, ვისი ჩაწერაც შევძელით, ამბობდნენ, რომ შეიძლება ის ფსიქიკურად მთლად ჯანსაღი არ იყო, მით უმეტეს დანაშაულს შვილის თვალწინ ჩადიოდა, როცა სამართალდამცავები შევიდნენ ის უკვე გარდაცვლილი იყო. ყველა გაოგნებულია. მეზობლები, რომლებიც დახოცა სრულიად არაფერშუაში არ არიან. წარმოიდგინეთ, მესამე სართულიდან ამდენი ადამიანი დახოცა" - ამბობს ელისო კილაძე.

ცნობისთვის, საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი, ისინი კლინიკებში გადაიყვანეს. ამასთან, ცნობილია რომ პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა