ლუგანსკის ოლქში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, კრიმინოეში აქტიური შეტაკებები გრძელდება - გაიდაი

სულ ნახვები : 216
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, ლუგანსკის ოლქში ვითარება დაძაბულია. მისი ინფორმაციით, უკრაინის არმია შეტაკებებს იგერიებს და წინ მიიწევს, თუმცა ტემპი შენელებულია.

როგორც გაიდაი ამბობს, ოკუპანტები დასახლებებსა და გზებს ნაღმავენ.

"ლუგანსკის ოლქში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. კრიმინოეში აქტიური შეტაკებები გრძელდება. რუსებმა დამატებითი რაზმები შემოიყვანეს. საოკუპაციო ძალები პირველ ხაზზე პატიმრებს და ახლად მობილიზებულებს უშვებენ. დანაღმულია ველები, დასახლებები და გზები. ჩვენი არმია მტრის შეტაკებებს იგერიებს და წინ მიიწევს, თუმცა ტემპი შენელებულია. რუსები თავისი დაღუპული მებრძოლების ცხედრებს ნაღმავენ. იყენებენ დისტანციურ მინებსაც. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ომის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 10 წელი დაგვჭირდება განაღმვითი სამუშაოების დასასრულებლად. ჩვენი არმია მედგრად იბრძვის. წარმოუდგენელ ვითარებაშია დასახლებები. განადგურებულია სახლები, შენობები და ხიდები", - ამბობს სერგეი გაიდაი. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა