პრიგოჟინის ვარსკვლავმა ჩასვენება დაიწყო - ISW

სულ ნახვები : 5,511
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებმა შენიშნეს, რომ ვაგნერის PMC-ის შემქნმნელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თვალში სანდოობის დაკარგვა დაიწყო ბახმუტის აღების  წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.

სამხედრო ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ "ვაგნერის ჯგუფის შეფის  ევგენი პრიგოჟინის ვარსკვლავმა ჩასვენება  დაიწყო". 

ISW-ს ექსპერტები წერენ, რომ როგორც ჩანს პუტინმა პრიგოჟინს და სუროვიკინს საშუალება მისცა ეჩვენებინათ რა შეეძლოთ გაკეთებინათ მობილიზებულებთან ერთად, და სასტიკი საჰაერო თავდასხმების კამპანიით, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას.

ორივე მცდელობა, ISW-ის შეფასებით, წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ბახმუტის დაპყრობა ვერ მოხდა, საჰაერო თავდასხმებმა კი რუსეთისთვის მარაგის ხარჯვა და მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა მოიტანა.

"როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა უარი თქვას პრიგოჟინზე და მის არარეგულარულ ძალებზე დაყრდნობაზე და ამის ნაცვლად კიდევ ერთხელ ეყრდნობა გერასიმოვს, შოიგუს და რიგით რუს სამხედროებს", - აღნიშნულია ყოველდღიურ მოხსენებაში.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები