სასწრაფოს თანამშრომლები უწყვეტი პროტესტი მე-7 დღეა გრძელდება

სულ ნახვები : 230
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სასწრაფოს ექიმებმა და მძღოლებმა მთელი ღამე კარჩაკეტილი სამსახურის კარებთან გაატარეს. 

მედიკოსების ნაწილი შენობაში  იმყოფებოდა, ნაწილს კი,  რომელიც გუშინ შენობიდან გამოვიდა,  უკან დაბრუნების საშუალება არ მიეცა. ისინი ცდილობდნენ, შენობაში დარჩენილი კოლეგებისთვის საჭმელი და საჭირო ნივთები მიეწოდებინათ, თუმცა ადმინისტრაცია მათ ამის საშუალება არ მისცა. 

ექიმები და მძღოლები ხელფასების მომატებას ითხოვენ. ისინი გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციას მოთხოვნების უგულებელყოფასა და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ.

ექიმები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა უწყებიდან მათ არავინ გამოხმაურებია. 

სასწრაფოს თანამშრომლების უწყვეტი პროტესტი უკვე მე-7 დღეა გრძელდება, უყურადღებობის შემთხვევაში, ექიმები პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს აანონსებენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მედიცინა ► Მეტის ნახვა