ვენერა ნაბოზარ ობოლაშვილი - რას წერს არგენტინული მედია ქართველ ქილერზე

სულ ნახვები : 6,015
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვენერა ნაბოზარ ობოლაშვილი, "საქართველოს შავი ქვრივი": მან ორი ქმარი და დეიდა ფინანსური  ინტერესისთვის მოკლა - ამ სათაურით სტატიას არგენტინული გამოცემა აქვეყნებს. 

აღსანიშნავია, რომ ლათინო ამერიკელ ჟურნალისტებს ‘’ნაბოზარი’’ ობოლაშვილის მეორე სახელი ჰგონიათ.

სტატიაში ნათქვამია, რომ სამი დანაშაულიდან ერთ-ერთისთვის მას  23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

ჟურნალისტი წერს, რომ ‘’ვენერა ნაბოზარ ობოლაშვილი, უფრო ცნობილი, როგორც "საქართველოს შავი ქვრივი", სერიული მკვლელია, რომელმაც ქონებისა და ფულის მითვისების მიზნით  ორი ქმარი და დეიდა მოკლა’’.

სტატია 2022 წლის 9 ოქტომბერს არის გამოსული.  არგენტინული მედია სულ რაღაც 3 თვის წინ წერდა, რომ ეს ქართველი  მკვლელი ქალი მხოლოდ 1  ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლეს, თუმცა,   არის ვარაუდი და მოლოდინი იმისა, რომ სანამ იგი  სასჯელს იხდის ამ დანაშაულისთვის, დანარჩენ ორ მკვლელობაზეც წლებს დაუმატებენ.

თუმცა როგორც ქართულ საზოგადოებას უკვე კარგად მოეხსენება, ობოლაშვილს  წლები კი არ დაუმატეს, მისჯილი სასჯელიც არ მოახდევინეს.  ის  შეიწყალეს და საპატიმროდან გაათავისუფლეს.  ციხიდან გამოსული კი ქართულ ტელევიზიას  ინტერვიუებსაც აძლევს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა