არ ვაპირებ ვიყო ნეიტრალური - სოფო ჯაფარიძე ნიკა მელიას ღიად უჭერს მხარს

სულ ნახვები : 356
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის საკრებულოს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“-ს ერთ-ერთი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში ენმ-ს შიდაპარტიულ არჩევნებს ეხმიანება.

ჯაფარიძის თქმით, ის მიიჩნევს, რომ ახლა არ იყო არჩევნების ჩატარების სწორი დრო, თუმცა ვინაიდან მისი ჩატარება მაინც გადაწყდა, ის არ აპირებს განზე გადგომას და მხარდაჭერას პარტიის მოქმედ ლიდერს, ნიკა მელიას უცხადებს.

„მე არ ვფიქრობ, რომ დღეს არჩევნების დრო იყო.....

როცა მიხეილ სააკაშვილი ასეთ  მდგომარეობამდე მიიყვანა ქართულმა ოცნებამ და ვთვლი, რომ ყველას ყურადღება და რესურსი მხოლოდ მისი სიცოცხლის გადარჩენისკენ უნდა ყოფილიყო მიმართული,  მაგრამ რადგანაც არჩევნები მაინც ტარდება,

არ ვაპირებ ვიყო ნეიტრალური.

დღეს არის ღირსების არჩევნები და დიახ, მე  ჩემს უამრავ გარშემომყოფ ადამიანთან ერთად, ვუჭერ მხარს ნიკა მელიას!“, - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი, ნიკა მელია, ნონა მამულაშვილი, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა