ომში გადამწყვეტი იქნება გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი - დაზვერვა

სულ ნახვები : 215
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი გადამწყვეტი იქნება რუსეთ-უკრაინის ომში - თუ ოკუპანტების  ახალი შეტევა ჩაიშლება, მაშინ ეს იქნება რუსეთის და დიქტატორი პუტინის დასასრული. ამის შესახებ უკაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე გენერალ-მაიორი ვადიმ სკიბიცკი DELFI-სთან ინტერვიუში აცხადებს.

 "ომში გადამწყვეტი იქნება გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი. თუ ამ დროისთვის დაგეგმილი რუსული მთავარი შეტევა ჩაიშლება, ეს იქნება რუსეთისა და პუტინის დაშლა"- ამბობს იგი.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ომი დასრულდეს 2023 წელს, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ უპასუხა, რომ ჯერ შორს ვერ გაიხედავენ, რადგან უნდა გაიარონ ეს პირველი ეტაპი - გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი.

სკიბიცკის თქმით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ცვლილება, მობილიზაციის პირველი ეტაპის დასრულება და რუსული არმიის გადაჯგუფება მიუთითებს იმაზე, რომ რუსების ძირითადი აქტივობა დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით განვითარდება.

დაზვერვა პროგნოზირებს, რომ დაახლოებით თებერვალ-მარტში იქნება ბრძოლები ამ ორი რეგიონისთვის და რუსები შეეცდებიან აიღონ კონტროლი კუპიანსკზე, სვატოვოზე, კრემენნაიაზე. სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ მთავარი ბრძოლის ველი დონბასში იქნება, რასაც ბახმუტისა და სოლედარისთვის ბრძოლები ადასტურებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა