თენგიზ გუნავამ ამერიკაში თავშესაფარი მოიპოვა

სულ ნახვები : 8,734
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა ემიგრაციაშია, მედიისთვის არსებული ინფორმაციის მიხედვით, ის ამერიკაში მექსიკის გავლით მოხვდა, რის შემდგომაც გუნავა დააკავეს და მექსიკის ციხეში იმყოფებოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ მას თავშესაფარზე უარს ეუბნებოდნენ, იქ მყოფი ქართველი იურისტის ეკა ეგუტიას დახმარებით, მან ციხიდან თავის დაღწევა შეძლო და თავშესაფარიც მოიპოვა.

აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი წერს. 

„კიდევ ერთხელ ბრავო ეკა ეგუტიას და მის ბიუროს. მექსიკიდან შემოსული და 6 თვე საემიგრაციო ციხეში ჩარჩენილი თენგო გუნავა გამოიყვანა და თან  სტატუსით, ანუ მხოლოდ ციხიდან კი არ დაიხსნა არამედ პოლიტიკური თავშესაფარი მოაპოვებინა და მალე „გრინკარტასაც“ აიღებს“, - წერს სუბელიანი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა