ექსკლუზივი: „ნაცმოძრაობაში“ 15 მაისის აქციაზე საბოლოო გადაწყვეტლება ჯერ არ მიუღიათ

სულ ნახვები : 215
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნიკა მელია გამოვა საპატიმრო დაწესებულებიდან და მოვილაპარაკებთ 15 მაისის აქციასთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ CNews-ს ,,ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა,

მისივე თქმით, პარტიაში ჯერ ნიკა მელიას გათავისუფლებას ელოდებიან.

„ჯერ ველოდებით ნიკა მელიას გათავისუფლებას, გამოვა ნიკა და განვიხილავთ ამ საკითხს. ხვალ, უკვე შეგვეძლება ამის შესახებ საუბარი,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ: ოპოზიცია 15 მაისს მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, რისთვისაც რეგიონებში გასვლითი შეხვედრები 15 აპრილს დაიწყო.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხს,  ევროკავშირმა გირაოს თანხა უკვე გადარიცხა. სასამართლო პროცესი, დღეს 10 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება.    

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა