ასე მოგვიკლეს ჩვენი სითბოთი სავსე მარიამი - რამ იმსხვერპლა ლილოში 17 წლის გოგონას სიცოცხლე?

სულ ნახვები : 5,649
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისში, ლილოს დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 17 წლის გოგონა მარიამ ბადალაშვილია. 

ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალებზე, რომელიც ორი დღის წინ გვიან ღამით მოხდა, გარდაცვლილი ახლობელი მარიამ თოღუზაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი მონათხრობის მიხედვით, მანქანას, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა 19 წლის ბიჭი მართავდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ასევე დაშავებულია გარდაცვლილის მეგობრებიც, რომლებსაც რამდენიმე მძიმე ოპერაცია ესაჭიროებათ. 

„აღარ გვყავს ჩვენი ციმციმა ანგელოზი მარიამ ბადალაშვილი. ეს ლამაზი, 17 წლის ანგელოზი გოგონა ჩემი დეიდაშვილის ბავშვია. იგი  გუშინ ლილოში ვიღაც 19 წლის ბიჭის თავაშვებულ და თავზეხელაღებულ მანქანით დრიფტაობას შეეწირა. მარიამი და მისი სამი მეგობარი სახლში ბრუნდებოდნენ, ამ დროს გამოვარდა ვიღაც თავზეხელაღებული მანქანის მძღოლი, დააბზრიალა მანქანა და  გოგონებს მთელი ძალით შემოარტყა ავტომობილის უკანა მხარე. ჩვენი მარიამი სასტიკად დალეწა და იგი  ადგილზევე გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობაში არის ის სამი გოგონაც. სჭირდებათ რთული ოპერაციები. ასე მოგვიკლეს ჩვენი გამორჩეული, სიყვარულითა და სითბოთი სავსე მარიამი, რომელსაც მისი კეთილშობილური ბუნებიდან გამომდინარე ციმციმა ანგელოზს ვეძახდით. ეს ტრაგედიაც არ გვაკმარეს და ზოგიერთი არაადეკვატური საზოგადოების წევრი, უსირცხვილოდ ავრცელებს სიცრუეს, თითქოს მარიამი თავად  დრიფტაობდა.გრცხვენოდეთ!!!! არა, ბატონებო, მარიამი და მისი მეგობრები ამხანაგის დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად იყვნენ ლილოში და შემდეგ ფესტივალზე შევიდნენ. სწორედ, ფესტივალიდან გამოსულებს გაჩერებაზე დაეჯახა ნაძირალა მძღოლი, და აქვე ვიტყვი იმასაც,რომ არც ერთმა ტელევიზიამ ეს უმძიმესი ტრაგედია არ გააშუქა! ისმის კითხვა, რატომ?   იმიტომ, რომ იმ მკვლელი ბიჭის ოჯახი ვინმე დიდი ბობოლაა თუ უბრალოდ ჟურნალისტების ნათესავები არ არიან, ან  ვინმე ცნობადი ოჯახის შვილები არ არიან და მათი ტრაგედია ტრაგედიად არ აღიქმება?!!! სამაგიეროდ, ტელევიზიები სერიულ მკვლელებს ლამის ტელევარსკვლავებად წარმოაჩენენ...გრცხვენოდეთ...“, - წერს თოღუზაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა