ტანკები საკრებულოს სხდომაზე

სულ ნახვები : 161
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე კვლავ ხმაურის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა, ინიციატორი ამჯერადაც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც კოლეგა ოპოზიციონერებს, სათამაშო ტანკები და ჯარისკაცები მიუტანეს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების განმარტებით, აღნიშნულით, იმის თქმა სურდათ, რომ ისინი საქართველოში მეორე ფრონტს ვერ ეღირსებიან. 

„მაქსიმალურად ცდილობენ ჩვენი ქვეყანა ჩაითრიონ ომში, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ამას ვერ ეღირსებიან, რადგან ჩვენი ქვეყანა ირაკლი ღარიბაშვილი მეთაურობით, პროგრესზე, განვითარებაზე და მშვიდობაზეა ორიენტირებული.

პატარა სათამაშო ტანკები მინდა გადავცე მათ, იმიტომ, რომ ერთმანეთში იომონ, სხვა მეტი არაფერი დარჩენიათ, პრინციპში გაჩაღებული აქვთ“, - აცხადებენ მმართველ გუნდში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები