ჩემი შვილების ლუკმას არავის არ შევარჩენ - სად გაქრა „სიკეთის ქალაქში“ მიტანილი ტვირთი?

სულ ნახვები : 5,256
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ფიქრია ტრაპაიძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად კი კულაში ნაქირავებ ბინაში ორ შვილთან ერთად ცხოვრობს, მათი ისტორია და გასაჭირი საქველმოქმედო ორგანიზაცია „სიკეთის ქალაქმა“ თავიანთ ფეისბუქის გვერდზე განათავსა, რის შემდეგაც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს. 

საინფორმაციო სააგენტო CNews-ს ერთ-ერთი მათგანი მაკა კაცაძე დაუკავშირდა. ირკვევა, რომ კაცაძემ, რომელიც უცხოეთში იმყოფება, ტრაპაიძის ოჯახს „სიკეთის ქალაქის“ დახმარებით საახალწლოდ საჩუქრები გაუგზავნა, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელს ნანა შველიძეს, ამანათები დანიშნულების ადგილზე არ მიუტანია, პირად საუბრებში ადასტურებს, რომ ამანათები მისმა შვილმა მიიღო, ხოლო როდესაც სამტრედიაში ჩავიდოდა, მას ადრესატამდე მიიტანდა. 

CNews ფიქრია ტრაპაიძესაც ესაუბრა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ნანა შველიძეს მასთან არანაირი ამანათი არ მიუტანია. 

„არავინ არ მოსულა ჩემთან, ნანა შველიძეს უნდა მოეტანა. დღეს დამიკავშირდა ვინც გამომიგზავნა ყველაფერი, ის ადამიანი და მკითხა თუ მოვიდაო, ჩემი შვილების ლუკმას მე არავის არ შევარჩენ.

უთქვამს გადავეციო, დედაჩემი ცალკე ცხოვრობს იმასაც დავურეკე, შენთან ხომ არ მოუტანიათ თქო და არაფერი არ არის მიტანილი. 

მოეტანა, მადლობას მაინც შევუთვლიდი ადამიანს“, - განუცხადა CNews-ს ტრაპაიძემ. 

ცნობისთვის, ნანა შველიძე ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება და როგორც თავად წერს, ის ქვეყანაში, თებერვალში დაბრუნდება. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ „სიკეთის ქალაქის“ დამფუძნებელმა რამდენიმე ხნის წინ, სოციალურ ქსელში განათავსა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას რუსეთში მყოფი ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი დაუკავშირდა და შეჭირვებულების დასახმარებლად, ახლობლის მეშვეობით, სოლიდური თანხა გადმოურიცხა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები