არ არსებობს არგუმენტი იმისა, თუ რატომ ვერ მუშაობს ეფექტურად ზუგდიდის და რუსთავის საკრებულო - ბობოხიძე

სულ ნახვები : 85
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში მართვის ბერკეტი „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აქვს და არ არსებობს არანაირი არგუმენტი იმისა, თუ რატომ ვერ მუშაობს ეფექტურად ეს ორი საკრებულო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი  კაკო ბობოხიძე აცხადებს.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ საკრებულოებში სარევიზიო კომისია შეიქმნას, რომელიც  მერიების მუშაობას ზედამხედველობას გაუწევს.

„ამ ორ საკრებულოში მართვის ბერკეტები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და გახარიას პარტიის ერთობას აქვს, ხოლო „ქართული ოცნება“ არის ოპოზიციაში. ამ ორ საკრებულოში არ არსებობს არანაირი არგუმენტი იმისა, თუ რატომ ვერ მუშაობს ეფექტურად საკრებულო, არა ოპოზიცია, არა დეპუტატები, არამედ საკრებულო, იმიტომ, რომ ამ ორ საკრებულოში საკრებულოს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ და გახარიას გაერთიანება წარმოადგენს,“ - განაცხადა ბობოხიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ზუგდიდის საკრებულო ენმ-ს 21, "გახარია - პარტია საქართველოსთვის" 3, ხოლო "ქართული ოცნების" 20 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ხოლო რუსთავის საკრებულოში, ენმ-ს 16, "გახარია - პარტია საქართველოსთვის" 3 და "ქართული ოცნების" 17 დეპუტატია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები