ინფლაციის ტემპი თებერვლიდან შემცირდება - კობა გვენეტაძე

სულ ნახვები : 107
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ინფლაციის ტემპი უფრო მეტად თებერვლიდან შემცირდება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა  კობა გვენეტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.  

მისი თქმით, დადებითი ტენდენციის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება საპროცენტო განაკვეთის შემცირება. 

"ვფიქრობთ, სხვა თანაბარ პირობებში, არსებული ტენდენცია გაგრძელდება. დაახლოებით თებერვლის თვიდან უნდა დავინახოთ ინფლაციის უფრო მეტად შემცირება და წლის მესამე კვარტალში უკვე თარგეთთან ახლოს ყოფნა. მოგეხსენებათ, გაურკვევლობა ჯერ კიდევ მაღალია, აქედან გამომდინარე პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია. 

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკი დაინახავს, რომ შემცირებადი ინფლაციის მიმართულება მდგრადია, ანუ როდესაც ინფლაციური მოლოდინები შემცირდება, უკვე შესაძლებელი იქნება ფიქრი, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს",- აღნიშნა გვენეტაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები