დავით კეზერაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა სააპელაციო სასამართლოში 16 თებერვალს გაიმართება

სულ ნახვები : 114
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა სააპელაციო სასამართლოში 16 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება. სასამართლომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხომაზე მიიღო, სადაც დაცვის მხარის შუამდგომლობები განიხილეს. 

ადვოკატებს პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ და ელიან, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონ ევროს დააკისრებს.

 ადვოკატების  განცხადებით,  პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და „ფორმულას“ წინააღმდეგაა მიმართული, რადგან კეზერაშვილს საქართველოში „ფორმულას“ გარდა, სხვა ქონება არ გააჩნია.  

მოვლენების მსგავსი განვითარებისა და იძულებითი აღსრულების შემთხვევაში, ფორმულას შესაძლოა, ყადაღა დაემუქროს.

შეგახსენებთ, 2022 წლის 29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფორმულას“ დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.

პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები