სახელმწიფოებრივი პოლიტიკა მკვდარია - გია ხუხაშვილი

სულ ნახვები : 96
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მთელი ჩვენი პოლიტიკური ელიტა არის ღრმა კრიზისში, ეს არ ეხება მარტო ოპოზიციას, ეს ეხება ხელისუფლებასაც“ - ეს განცხადება პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა. 

ხუხაშვილის თქმით, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა დღეს მკვდარია, ხოლო უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ კომაში იმყოფება. 

„ხელისუფლებას არ აბარია მხოლოდ პოლიტიკური პროცესი, მას აბარია სახელმწიფო და სახელმწიფო პრიზმაში რომ გავხედოთ, ყველა მიმართულებით გვაქვს სერიოზული დეგრადაცია. 

კრიზისის მთავარი ინდიკატორი არის ნეგატიური დღის წესრიგი და ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვითარდება ძალიან ღრმა შიდა პოლიტიკური კრიზისი. 

ხალხი ცალკე ცხოვრობს თავისი პრობლემებით და პოლიტიკური ელიტა თავის კლუბში დაკავებულია, ერთმანეთის თავპირის მტვრევით, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა მკვდარია ან კარგ შემთხვევაში კომაშია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები