ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა მხტომელებმა ერთ სპორტსმენს აჯობეს

სულ ნახვები : 189
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იტალიაში, ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეორე საშეჯიბრო დღეს საქმეში ტრამპლინიდან მხტომელები ჩაერთვნენ.

45 სპორტსმენს შორის საქართველოს გიორგი მიქელაძე და გიორგი დიაკონოვი წარმოადგენდნენ, მაგრამ ფინალში ვერ მოხვდნენ. მეტიც, მიქელაძემ 32 ქულით 44-ე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ერთ სპორტსმენს აჯობა, ხოლო დიაკონოვი 43,7 ქულით 43-ე ადგილზე გავიდა.

ფინალში ასპარეზობისთვის 30 საუკეთესოს შორის მოხვედრა იყო საჭირო.

25 იანვარს სარბიელზე ნიკოლოზ გაბულდანი (სნოუბორდი, სლოპსტაილი), ლუკა ბურდული, ლევან ნაზღაიძე, ოთარ წულეისკირი (სამთო თხილამურები, გიგანტური სლალომი) და კოსტანტინე სუპატაშვილი (ფიგურული ციგურაობა, მოკლე პროგრამა) გავლენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები