ნაოლის პრეზიდენტი: ხმაურიანი საქმე არ იქნება

სულ ნახვები : 55
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნაპოლის ადვოკატი, მატია გრასანიმ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლოს მიერ, 15 ქულით დასჯილ ტურინის იუვენტუსის შემდეგ, ნაპოლის შესაძლო დასჯაზე ისაუბრა.

საუბარია ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე, როდესაც ნეაპოლიტანელებმა ნიგერიელი შემტევი ფრანგული ლილიდან გადაიბირეს. ეჭვია კაპიტალის ხელოვნურ გაზრდაზე.

„ტურინელებისთვის 15 ქულის დაკლებას არავინ ელოდა. კალჩოპოლის შემდეგ, სერია A-ში, ასეთი მკაცრი სასჯელი არავის ახსოვს. საუბარია ასევე, რომ ფედერალურ პროკურორს მზად აქვს კიდევ ერთი საქაღალდე, რომელშიც უფრო დელიკატური საქმე დევს და 2020 წლის კოვიდიანი სეზონის ოთხ თვეს ეხება. არ არის გამორიცხული ტურინელებს სასჯელი დაამატონ.

რაც შეეხება ნაპოლის. საქმე საფრანგეთის პროკურატურის ინიციატივით აღიძრა, რადგან ლილში სერიოზული დაღრვევები აღმოაჩინეს. ოსიმენის საქმე იუვენტუსის საქმესავით მნიშვნელოვანი არ არის. სპორტულმა მართლმსაჯულებამ ერთხელ უკვე გაარჩია და მიმართვის საბაბი ვერ ნახა. ჩვენთვის უცნობია რაიმე ახალი მტკიცებულება, რომელიც, შესაძლოა, ნეაპოლის პროკურატურაში გამოჩნდეს“, – ამბობს გრასანი.

გეტყვით, რომ იუვენტუსთან ერთად სასამართლოში კიდევ 8 გუნდის საქმე იდო, მაგრამ დანაშაული მხოლოდ ტურინელებს დაუმტკიცდათ.

ნაპოლიში კი, ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს და 19 ტურის შემდეგ 50 ქულით ჩემპიონატს ლიდერობს და უახლოეს მეტოქეს 12 ქულით უსწრებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები