თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგაში ერთადერთ უქულო გუნდად რჩება

სულ ნახვები : 64
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

წყალბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგაში თბილისის დინამო შინ გერმანულ ჰანოვერს დაუხვდა და 11:14 დამარცხდა.

ეს გუნდები აქამდე უქულოდ მოვიდნენ და თუ დეიან სტანოევიჩის გუნდი მოიგებდა, ბოლო ადგილს თავს დააღწევდა.

მატჩის დიდი ნაწილი თანაბრად მიმდინარეობდა, მაგრამ დინამოელთა მიერ პირველ მეოთხედში დაშვებულმა შეცდომებმა გუნდი მარცხამდე მიიყვანა. საწყის 8 წუთში ქართული გუნდი ექვსჯერ დარჩა რიცხობრივ უპირატესობაში, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა და 0:3 ჩამორჩა.

ამის შემდეგ ყველა მეოთხედი თანაბარად (5:5; 2:2; 4:4) მიმდინარეობდა და დინამოს მარცხით დასრულდა.

ჩემპიონთა ლიგაში დინამოს მომდევნო მატჩი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, იტალიურ პრო რეკოსთან, 7 თებერვალს, თბილისში ელის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები