ყალბი უცხოური პირადობის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამეგრელოში ორი პირი დააკავეს

სულ ნახვები : 81
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყალბი უცხოური პირადობის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე სამეგრელოში ორი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც ტურისტული მომსახურების ოფისი ჰქონდა, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, თანამონაწილე პირის მეშვეობით, ამზადებდა და ასაღებდა უცხოურ ყალბ პირადობის მოწმობებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც გააჩნდა ტურისტული მომსახურების ოფისი, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირის მეშვეობით, ამზადებდა და ასაღებდა უცხოურ ყალბ პირადობის მოწმობებს. ბრალდებული პირები მხილებულ იქნენ ერთ-ერთ მოქალაქეზე 800 ევროს სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობის გასაღების ფაქტზე.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღმოჩენილ იქნა უცხო ქვეყნების ათეულობით მოქალაქის ყალბი პასპორტების, ასევე ქართული მართვის მოწმობების ელექტრონული ვერსიები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე - 2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სხვა დამნაშავე პირების დადგენა-მხილების მიზნით" - წერია განცხადებაში

დანაშაული ასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები