შერმადინმა მაკფადენსა და ანდრონიკაშვილს მოუგო

სულ ნახვები : 189
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში ერთმანეთს ქართველთა გუნდები გადაეკვეთდნენ: გიორგი შერმადინის ტენერიფე შინ თად მაკფადენის და რატი ანდრონიკაშვილის მურსიას დაუხვდა და 20 ქულით, 85:65 დაამარცხა.

შერმადინმა 25:53 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 2 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მაკფადენმა 14:21 წუთში 2 ქულა და 2 პასი დააგროვა. თადმა მხოლოდ საჯარიმოები ჩააგდო – 4-დან 2, ხოლო 2 ორქულიანი და სამქულიანი ააცილა. ანდრონიკაშვილმა ყველაზე ცოტა, 5:37 წუთი გაატარა პარკეტზე და 1 მოხსნით და 2 პასით გამოირჩა. რატიმ 1 ორქულიანი ააცილა.

ეს იყო ჯგუფის პირველი მატჩი, მეორე შეხვედრა დღეს გაიმართება და მესამე ესპანური გუნდი, ბილბაო საკუთარ არენაზე თურქულ დარუშაფაკას ეთამაშება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები