აშშ უკრაინის დასახმარებლად საარტილერიო ჭურვების წარმოებას 6-ჯერ გაზრდის - მედია

სულ ნახვები : 215
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი გეგმავს 2 წლის განმავლობაში საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების 500%-ით გაზრდას, თვეში 90 000 ჭურვის ოდენობით. ამის შესახებ  The New York Times არმიის მოხსენებაზე დაყრდნობით  იტყობინება.

„პენტაგონი მიზნად ისახავს 2 წლის განმავლობაში საარტილერიო ჭურვების წარმოებას 500%-ით გაზარდოს, რაც ჩვეულებრივი საბრძოლო მასალის წარმოებას კორეის ომის შემდეგ უხილავ დონემდე მიიყვანს’’- ნათქვამია არმიის მოხსენებაში.

გამოცემა წერს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ პენტაგონი ყურადღებას ამახვილებს ომებზე მცირე რაოდენობის ძვირადღირებული ზუსტი მართვადი იარაღით, უკრაინა დიდწილად ეყრდნობა ჰაუბიცებს, რომლებიც უმართავ ჭურვებს ისვრიან“.

აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე აშშ-ს არმია აწარმოებდა თვეში 14,4 ათას უმართავ ჭურვებს, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიწოდების აუცილებლობამ აიძულა პენტაგონის ხელმძღვანელობა სექტემბერში გაესამმაგებინა წარმოება, შემდეგ კი კვლავ გააორმაგა იანვარში. რომ საბოლოოდ აწარმოოს თვეში 90 ათასი ან მეტი ჭურვი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა