„ახლა საერთოდ ვერ გადაადგილდება“ - შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

სულ ნახვები : 661
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სააკაშვილის მდგომარეობას კოვიდი კიდევ უფრო ამძიმებს, აღნიშნულის შესახებ, მისმა უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, ის ახლა საერთოდ ვეღარ გადაადგილდება, განსხვავებით წინა პერიოდისგან.

„დედა იყო შესული მასთან და გონების კარგვის მესამე ეპიზოდი ჰქონდა ამ ბოლო დღეებში. ტემპერატურა აქვს და სხვა სიმპტომები რაც კოვიდს ახასიათებს და პლუს კიდევ იმ დაავადებების, რაც მას გააჩნია. ასეთი ადამიანი პალატაში ჰყავდეს წარმოუდგენელია, ვფიქრობ აუცილებლად უნდა იყოს რეანიმაციაში. ახლა საერთოდ ვერ გადაადგილდება, ადრე დამხმარე საშუალებით გადაადგილდებოდა ახლა მაგათიც ვერ გადაადგილდება. მისი სიცოცხლე არის აშკარად საფრთხეშია სასწრაფოდ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველანაირი ზომები, რომ მისი სიცოცხლე გადაარჩინოს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს კოვიდი გუშინ, 24 იანვარს დაუდგინდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა