„ჩემი არჩევის შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს დატოვებს და ქუჩაში გავა“ - ნონა მამულაშვილი

სულ ნახვები : 188
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თავმჯდომარედ ჩემი არჩევის შემთხვევაში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს დატოვებს და ქუჩაში გავა - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის“ ერთ-ერთი კანდიდატი  ნონა მამულაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, მხოლოდ მას შეუძლია ურთიერდაპირისპირებულ ბანაკებად დაყოფილი პარტია დაშლას გადაარჩინოს, რადგან  ნებისმიერი სხვა კანდიდატის არჩევის შემთხვევაში,  არსებობს რისკი რომ დამარცხებული კანდიდატის მხარემ პარტია დატოვოს.

მამულაშვილის თქმით, ახლა დაყოფის დრო არ არის, რადგან მიხეილ სააკაშვილი გადასარჩენია. 

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პარტიის მენეჯმენტი. აუცილებელია, დასავლეთთან და უკრაინასთან ბევრად უფრო აქტიური მუშაობა. ჩემი თავმჯდომარეობის შემთხვევაში ენმ- პარლამენტს დატოვებს და გავა ქუჩაში. ამომრჩევლები ჩვენ გვთხოვენ, ვიბრძოლოთ გარეთ და საერთაშორისო ფრონტზე“ -  განაცხადა  მამულაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა