„გადამირჩინონ“ - გიული ალასანიას თხოვნა მედიკოსებს

სულ ნახვები : 310
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, მედიკოსებს შვილის გადარჩენას სთხოვს.

ალასანიას თქმით, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

„გუშინ შევედი მასთან, ვითხოვ, რომ ისევ მოხდეს ჩემი შეშვება ხელწერილით.

მე არ ვიცი საიდან მოხდა მისი ინფიცირება, მე პირადად არ მაქვს კოვიდი და არავისთან მქონია შეხება, ვისაც შესაძლოა ჰქონოდა ის.

ძალიან აქვს დავარდნილი ჰემოგლობინი და რკინა, რის გამოც გული მისდის ყოველ წუთში, დგება ადამიანი და გული მისდის, გუშინაც იყო ასეთი ეპიზოდი, რომ თქვა ბადრაგების ხელში როგორ აღმოვჩნდი არ ვიციო.

ჩემი თხოვნა არის ის, რომ გადამირჩინონ, მეტი არაფერი“, - განაცხადა ალასანიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა