„რა რეპრესიები? საკადრო ცვლილებები ჩვეულებრივი ამბავია“ - ბაჩო დოლიძე

სულ ნახვები : 73
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რა რეპრესიები, ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვებს შემთხვევაში,  ის კანდიდატი აკომპლექტებს გუნდს,  -  ასე ეხმიანება  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი  ბაჩო დოლიძე პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის,  ლევან ხაბეიშვილის მიერ  ნიკა მელიას მიერ პარტიაში საკადრო ცვლილებების დაანონსების „რეპრესიებად“ შეფასებას   .

დოლიძის თქმით, თავმჯდომარის პოსტზე მელიას ხელახალი არჩევის შემდეგ,  რა თქმა უნდა,  საკადრო ცვლილებები იქნება.

„რა რეპრესიებზეა საუბარი, უკაცრავად, მაშინ ის რაც გააკეთეს, იმას რა დავარქვათ,  რევოლუციური გადატრიალებაა? რა რეპრესიები, ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ის კანდიდატი აკომპლექტებს გუნდს.

პეტრემ არაერთ ეთერში განაცხადა, რომ წაგების შემთხვევაში, ის ჩვეულებრივად შეხვდებოდა ამ ამბავს. საკადრო ცვლილებები,  რა თქმა უნდა იქნება.  ბევრი ადამიანია პარტიაში, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ჩრდილშია და ის ადამიანები გადმოინაცვლებენ წინ“, - განაცხადა დოლიძემ

მისი თქმით, საკადრო ცვლილებები შეეხება წამყვან თანამდებობებს, მათ შორის იმ პოსტს,  რომელსაც ახლა გიორგი ბოტკოველი იკავებს.

„რეგიონებზე განსაკუთრებით  ყურადღებაა გადამახვილებელი. შეცდომა იყო თავის დროზე, რომ ერთ ადამიანს მივაბარეთ ეს ყველაფერი, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ სათავისოდ არჩევნებისთვის გამოიყენა და იყენებს ამ რესურსს“, - განაცხადა დოლიძემ.

 შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის“ ნიკა მელიას განცხაადებით,   მისი გამარჯვების შემთხვევაში,  პარტიის გენერალურ მდივნის პოსტზე პეტრე ცისკარიშვილს გიორგი კირთაძე ჩაანაცვლებს. მელიას ეს  განცხადება ლევან ხაბეიშვილმა „რეპრესიების“ დაანონსებად შეაფასა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები