ტიმოშენკომ შესაძლოა ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციას უხელმძღვანელოს

სულ ნახვები : 171
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსად შესაძლოა  უკრაინის პრეზიდენტის აპარატის  უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე კირილო ტიმოშენკო დაინიშნოს. ამის შესახებ РБК-Украина-ს ინფორმირებულმა თანამოსაუბრეებმა განუცხადეს.

მათივე თქმით, ტიმოშენკოს ხერსონის რეგიონალური სამხედრო ოლქის უფროსად დანიშნვნა საკამოდ დიდი ხანია იგეგმებოდა.  ჯერ კიდევ  მანამ, სანამ ის ოფისს დატოვებდა აგარაკის და ძვირადღირებული მანქანის დაქირავებასთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე.

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ოლქის ხელმძღვანელად ტიმოშენკოს დანიშვნის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მიიღონ.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ტიმოშენკომ პრეზიდენტის აპარატიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. დღეს კი როგორც Cnews-ი უკვე წერდა, ზელენსკიმ 5 რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები პოზიციებიდან გაათავისუფლა, მათ შორის ხერსონისაც.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა