ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გაფიცვის გამო ბერლინის აეროპორტში 300 ფრენა გაუქმდა

სულ ნახვები : 81
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოთხშაბათს ბერლინი-ბრანდენბურგის აეროპორტის ყველა სამგზავრო რეისი ან გაუქმდა ან გადაიდო,  თანამშრომლების გაფიცვის გამო. ამის შესახებ DW იუწყება.

ბერლინის აეროპორტში  ოთხშაბათს დაახლოებით 300 რეისი უნდა აფრენილიყო ან დაშვებულიყო, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვა 35 000-მდე მგზავრს შეეხო, რომლებსაც ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტის გავლა უწევდათ. 

გაფიცვა ოთხშაბათს დილის 3:30 საათზე დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

2018 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაფიცვამ გავლენა მოახდინა ამდენ ფრენაზე გერმანიაში.

გაფიცვა ხელფასების გამო ვერდის პროფკავშირმა მოაწყო. პროფკავშირი კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში აეროპორტის და სახმელეთო სერვისების თანამშრომლების ხელფასის 500 ევროთ გაზრდას ითხოვს. პროფკავშირმა განაცხადა, რომ პროტესტში  1500-მდე მუშაკი მონაწილოებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები