„დავბრუნდები და აუცილებლად შევიძენ ყველაფერს“ - „სიკეთის ქალაქის“ ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ემიგრანტის გზავნილი ადრესატამდე არ მიუტანია

სულ ნახვები : 4,867
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საინფორმაციო სააგენტო CNews-ის მიერ, გუშინ, 24 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც გიყვებოდით, თუ როგორ გაქრა საახალწლოდ შეჭირვებული ოჯახის დასახმარებლად, ემიგრანტის მიერ გაგზავნილი ამანათი, „სიკეთის ქალაქის“ ხელმძღვანელმა ნანა შველიძემ, სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა.

შველიძემ დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც CNews-მა ემიგრანტ, მაკა კაცაძის მონათხრობზე დაყრდნობით გაავრცელა.

„მართალი ხართ ქალბატონო მაკა, არ მქონდა დრო თქვენთან საუბრის და დეტალური ახსნის, გულოს ვთხოვე დაწვრილებით მოეყოლა თუ რა გედოთ იმ ჩანთაში...

დავბრუნდები და აუცილებლად შევიძენ ყველაფერს და მივალ თათიასთან, ამის შემდგომ კი საერთოდ შევწყვეტ ამანათების მიღებას... ვისაც ვინმეს დახმარება გსურთ თავად გაისარჯეთ ხოლმე, იმდენჯერ მომხდარა ასეთი რამე და შემდგომ ემიგრანტისთვის, რომ მითქვამს, უპასუხიათ რა მნიშვნელობა აქვს მთავარია გაჭირვებულს ხომ მიეციო, ამან შემიყვანა შეცდომაში...“, - წერს შველიძე.

გარდა ამისა, საკუთარ კომენტარში, ის ასევე ადასტურებს იმასაც, რომ ვლადიმერ პუტინის კარის მომღერლის, სოსო პავლიაშვილის მიერ გამოგზავნილი თანხა, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, ნამდვილად მიიღო.

„ამის შემდეგ „სიკეთის ქალაქი“ აღარ მიიღებს ტვირთებს. ისე კი ბოლოს დავამატებ ერთს, ქალბატონმა ელისომ მოღალატედ გამომაცხადა პავლიაშვილის თანხის მიღების გამო და სულ რუსეთუმე მეძახა... მიხარია, რომ თქვენ არ შეგეხოთ მისი „ბასრი კალამი“ და თქვენც არ გაილანძღეთ ქალბატონო მაკა რუსეთის ემიგრანტობის გამო“, - წერს შველიძე.

ცნობისთვის, ემიგრაციაში მყოფმა მაკა კაცაძემ სამტრედიაში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახს, საახალწლოდ ამანათი „სიკეთის ქალაქის“ დახმარებით გაუგზავნა, თუმცა გაირკვა, რომ ის ადრესატამდე არ მისულა, თავის მხრივ „სიკეთის ქალაქის“ ხელმძღვანელის მიერ გაგზავნილ შეტყობინებებში, ჩანდა, რომ მან ამანათი მიიღო და ადრესატს გადასცა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები