თელავის საკრებულოს სხდომაზე ხელფასების 10%-იან მატებასთან დაკავშირებით იმსჯელეს

სულ ნახვები : 269
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 25 თებერვალს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხელფასების 10 პროცენტიან მატებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

როგორც ენმ-ს წევრმა გიგი გიგიტელაშვილმა აღნიშნა:

ხელფასების მატება მათთვის მიუღებელია, იმ სტატისტიკის ფონზე როცა ქვეყანას ამდენი ადამიანი ტოვებს და მიდია ემიგრაციაში, რა დამსახურებით უზრდით საჯარო მოხელეებს ხელფასებს გაურკვევლოა. ჩვენ გვაქვს მაგალითი წალენჯიხაში სადაც მუნიციპალიტეტმა ხელფასების მატების ნაცვლად, სკოლაში ბავშვებს აქვთ უფასო კვება.

გიგიტელაშვილს სხდომაზე უპასუხა იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ლევან ბერძენაშვილმა და აღნიშნა რომ, შეცდომაა წალენჯიხის მაგალითად მოყვანა რადგან წინა წელთან შედარებით წალენჯიხის სახელფასო  რაოდენობა ბიუჯეტში 600000 ლარზე მეტით არის გაზრდილი.

შესაბამისად 2023 წელს დადგინდა თანამდებობის სარგოს ახალი კოეფიციენტი, რაც ავტომატურად ხდის აუცილებლობას რომ დადგენილება კანონთან იყოს შესაბამისი და ამიტომ ხელფასების მატება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა