ესპანეთისგან უკრაინა 53 Leopard-ის ტანკს მიიღებს - El Mundo

სულ ნახვები : 261
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ესპანეთმა შესაძლოა უკრაინას 53 გერმანული ლეოპარდის ტანკი გადასცეს. ამის შესახებ ესპანური  გაზეთი El Mundo იუწყება.

საერთო ჯამში, ესპანეთმა 1998 წელს გერმანიიდან 108 ასეთი ტანკი  შეიძინა.

ლეოპარდები  სარაგოსას ლოჯისტიკურ ცენტრში ინახება.

გაზეთის ცნობით, 20 მათგანი კარგ მდგომარეობაშია, დანარჩენს კი „სათანადო მოვლა ესაჭიროება“.

შეგახსენებთ, როგორც ცოტა ხნის წინ Cnews-ი ესპანურ მედიაზე დაყრდნობით წერდა, პედრო სანჩესის მთავრობამ უკრაინისთვის ლეოპარდების მიწოდება დაამტკიცა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა