კაცი, რომელიც ჩერგოლეიშვილთან ბრძოლას გაექცა, რამდენად გამოდგება ივანიშვილის წინააღმდეგ მებრძოლად? - აკაკი ბობოხიძე

სულ ნახვები : 5,740
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კაცი, რომელიც ჩერგოლეიშვითან ბრძოლას გაექცა, რამდენად გამოდგება ივანიშვილის წინააღმდეგ მებრძოლად? - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერარულმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატს  ლევან ხაბეიშვილს ტყუილებში ამხელს.

„კაცი, რომელიც  ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე ისვრის ტყუილებს და  დღეს ის ამაზე აპელირებს და ამით აპირებს თავმჯდომარის პოსტზე გამარჯვებას,  რომ თითქოს მან პარტია დატოვა ბოკერია-ჩერგოლეიშვილის მიზეზით,  რაც ტყუილია,   არსებობს ფაქტები და საარჩევნო ჩანაწერები, სადაც არსად ნახსენები არაა, რომ ვინმე მიშას პარტიას ახევდა და ამიტომ ტოვებდნენ პარტიას. 

კაცი,  რომელიც გაქცა ჩერგოლეიშვილთან ბრძოლას „ნაციონალური მოძრაობიდან, რამდენად გამოდგება იმ პარტიის ლიდერად, რომელიც აპირებს ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლას, ამის გადაწყვეტა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისთვის მიმინდვია“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება არის არა იდეებისა და ქვეყნის ინტერესების გამო, არამედ ისევ  თურმე რომელიღაც ჯგუფი მიშას „ახევს პარტიას“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები