არ შეიძლება პარტიზანობა საკუთარ პარტიაში - ნუგზარ წიკლაური ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

სულ ნახვები : 83
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„არ შეიძლება პარტიის ზურგს უკან მოქმედება არ შეიძლება პარტიზანობა საკუთარ პარტიაში“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს, 25 იანვარს „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.

წიკლაურის შეფასებით, ის რაც ახლა პარტიაში ხდება მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აზარალებს.

„როდესაც 9 ნოემბერს იქნა პარტიის ზურგს უკან გაცხადებული რომ უნდა ჩატარდეს არჩევნები, მაშინვე გაცხადებული იყო ჩემთვის, რომ აი ასეთი პარტიზანული გამოხტომებით, შეუძლებელია დემოკრატიული ცვლილებების განხორციელება პარტიაში. ამას დაჰკრავდა ავანტიურიზმის სურნელი თავიდანვე და ჩვენ ყველამ დავინახეთ შემდგომში, რომ პროცესები განვითარდა არა იმ ფორმით, როგორც ეს გამიხარდებოდა ენმ-ს მხარდამჭერებს.

ჩვენ რას ვეუბნებოდით მათ? სააკაშვილის მდგომარეობა ასეთი მძიმეა, იწყება სასამართლო პროცესები და მოდით კონცენტრირებული ვიყოთ ამ ერთი თემი მიმართ. ახლა კი ტელეეკრანებზე ვაკვირდებით, რომ ის ადამიანები ვინც დღეს მიხეილ სააკაშვილის საკითხით სპეკულირებს, სწორედ მათ გადაწყვიტეს, რომ მნიშვნელოვანი იყო შიდა არჩევნები და შიდა დაპირისპირება და რა ფორმები მიიღო ამ დაპირისპირებამ ვხედავთ“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას ოპონენტებს (იგულისხმება ხაბეიშვილის ფლანგი) არ აქვთ, რაიმე სახის კონკრეტული გეგმა გაწერილი და ერთადერთი რაზეც ემყარებიან ეს არის დამაზიანებელი ქმედებები, რომლებსაც ბოლო დღეებში აქვს ადგილი.

„როდესაც ვამბობთ, რომ უკმაყოფილო ვარ ამ კამპანიით რომელიც აწარმოებს, ეს იმისგან მომდინარეობს, რომ ვერ მოვისმინეთ გარკვეული სახის ხედვები ჩვენი მეგობრებისგან, ერთადერთი რაზეც მთელი კამპანია დაამყარეს ესაა ფარული ჩანაწერები, პარტიის დაბეზღება კონტროლის პალატაში, ეს ყველაფერი აზიანებს „ნაციონალურ მოძრაობა“, - განაცხადა წიკლაურმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები