უეფა ახალ ფორმატზე ფიქრობს

სულ ნახვები : 48
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე UEFA-ს შტაბბინაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ევროპული შესარჩევი ეტაპისა და ერთა თასის რეფორმებს განიხილავენ.

როგორც უკვე ცნობილია, FIFA მსოფლიოს ჩემპიონატს ახალი ფორმატით ჩაატარებს და 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. აქედან 16 ევროპული იქნება. სწორედ ამან გამოიწვია რეფორმა ევროპულ ფეხბურთშიც.

მოსალოდნელია, რომ შესარჩევ ეტაპზე 12 ჯგუფი შეიქმნება. გუნდები, რომლებიც პირველ ადგილებს დაიკავებენ, მუნდიალზე პირდაპირ გავლენ, ხოლო დანარჩენ 4 საგზურს მეორე ადგილოსანი ფლეი ოფში გაინაწილებენ. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ვარიანტი...

UEFA ასევე ერთა ლიგის რეფორმასაც განიხილავს. თუ აქამდე „ოთხთა ფინალში“ A დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულები გადიოდნენ, ახლა შესაძლოა, ფლეი ოფიც გაჩნდეს, რომელშიც მონაწილეობას მეორე ადგილოსნებიც მიიღებენ.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის 32 გუნდამდე გაზრდას, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო, ჯერჯერობით, თავს იკავებს. თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ 2028 წლისთვის უკვე ახალი ფორმატით ჩატარდეს.

სანამ UEFA ახალ რეფორმებზე ფიქრობს, მანამდე 2022-23 წლების ერთა ლიგის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ოთხთა ტურნირს ნიდერლანდები უმასპინძლებს, ხოლო ჩემპიონობისთვის A დივიზიონის გამარჯვებულები ითამაშებენ: ნიდერლანდები, ხორვატია, იტალია და ესპანეთი.

ნახევარფინალებში ერთმანეთს შეხვდებიან: 14 ივნისი. ნიდერლანდები-ხორვატია (როტერდამი); 15 ივნისი. ესპანეთი-იტალია (ენსხედე)

მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი 18 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ბოლო, რიგით მესამე გათამაშებაში C დივიზიონში ითამაშა, ჯგუფი მოიგო და B დივიზიონის საგზურთან ერთად, ევრო 2024-ის ფლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები