Leopard 2-ის ტანკებს უკრაინას პორტუგალიაც გაუგზავნის

სულ ნახვები : 212
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

Leopard 2-ის ტანკებს უკრაინას პორტუგალიაც გაუგზავნის. ამის შესახებ ადგილბრივი გამოცემა Correio da Manhã იტყობინება.

გამოცემების ცნობით,  პორტუგალია ემზადება უკრაინაში ოთხი Leopard 2-ის  ტანკის გაგზავნისთვის მას შემდეგ, რაც გერმანია საბოლოოდ გააკეთებს ოფიციალურ განაცხადს და მწვანე შუქს აანთო ტანკების კიევში გაგზავნას.

გამოცემის წყაროების მიხედვით, პორტუგალიას 37 ასეთი ჯავშანმანქანა ჰყავს, რომელთაგან 12 სრულად ფუნქციონირებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში 53  ერთეულ Leopard 2-ის ტანკებს  ესპანეთი გაგზავნის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები