„საქართველოს ხელისუფლებისთვის უკრაინა მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო აღარ არის“ - გიორგი რუხაძე

სულ ნახვები : 183
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„საქართველოს ხელისუფლებისთვის უკრაინა მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო აღარ არის“ - ასე ეხმიანება ექსპერტი გიორგი რუხაძე გადაცემა „დღის სტუმარში“ საუბრისას იმ პროცესებს, რაც უკრაინასთან მიმართებაში ხდება.

რუხაძის თქმით, ეს ერთგვარი რუსული პროპაგანდისტული პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც „ოცნების“ ხელისუფლება თავს წარმატებით ართმევს.

„ის რიტორიკა რასაც ვხედავთ ჩვენ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან მიმართებაში, ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის უკრაინა მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო აღარ არის, უკრაინა მათთვის არის მტერი, მათთვის არის მოწინააღმდეგე და ისინი რეალურად საფრთხეს ხედავენ არა იქიდანაც მოდის ის რეალურად ანუ პუტინისგან და რუსეთის ხელისუფლებისგან არა, საფრთხეს ხედავენ უკრაინისგან მომავალს მათთან მიმართებაში და ადეკვატურად რეაგირებენ.

ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდა შიშით მანიპულირება, როდესაც კობახიძე და ღარიბაშვილი უკრაინაზე საუბრობენ, რომელიც გაგრძელებაა რუსული პროპაგანდის. ეს არის დაგეგმილი კამპანია. შიშებით მანიპულირება მუდმივად იყო, ქართული ოცნების ხელწერა, ის რომ სააკაშვილი დაბრუნება და ნახევარ საქართველოს ისევ ციხეში გააუპატიურებენ და ა.შ.

შემდეგ უკვე რაც მოხდა ბუჩაში და ირპენში უკვე ამით აშინებენ ქართველ ხალხს, რომ თუ არ გინდათ თვენი ცოლები და შვილები გააუპატიურონ, ან მშობლები დაგიხოცონ, მოდით დავუწვეთ რუსეთს.

რაგინდ არასწორიც არ უნდა იყოს უკრაინული მხარის განცხადება, მე არ ვფიქრობ რომ არასწორია, ძალიან სწორად რეაგირებს, ეს იმიტომ ხდება, რომ აღარ განიხილება ქართული მხარე დასაყრდენად, ამის ფონზე, ძალიან ცუდია ის დამოკიდებულება რაც არის ხელისუფლების მხრიდან.

ირანი და ჩინეთი, რომ არიან ისინიც კი არ აკეთებენ რუსეთის მხარდამჭერ განცხადებას, ამ მხრივ ჩვენ ვართ, გამონაკლისი და ერთეული რაღაცნაირად“, - განაცხადა რუხაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა