კოვიდიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისათვის დამატებითი კვლევების ჩატარებას საჭიროდ მივიჩნევთ - მარიამ ჯიშკარიანი

სულ ნახვები : 153
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიხეილ სააკაშვილის კოვიდინფიცირებიდან გამომდინარე, დამატებითი კვლევების ჩატარებას საჭიროდ მივიჩნევთ, - ამის შესახებ Cnews-ს ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა.

მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ ინფექციის შედეგად მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდეს. 

„მიხეილ სააკაშვილის კოვიდინფიცირებიდან გამომდინარე, დამატებითი კვლევების ჩატარებას საჭიროდ მივიჩნევთ  და ამის თაობაზე გვაქვს მსჯელობა ადვოკატებთან.

მისი მდგომარეობა დიდი ხანია მძიმეა და გარკვეულ ინტენსიურ თერაპიას საჭიროებს, თუმცა მას ადეკვატური მკურნალობა არ უტარდება. არსებობს რისკი, რომ  კოვიდის დამატებით მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს“ , - განუცხადა მარიამ ჯიშკარიანმა Cnews-ს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რომელიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება, გუშინ, 24 იანვარს კორონავირუსი დაუდასტურდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები