იუვენტუსი მორიგ შარში – დისკვალიფიკაცია 16 ფეხბურთელს ემუქრება

სულ ნახვები : 170
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ტურინის იუვენტუსი შარიდან შარში გადადის. „ბებერი ქალბატონი“ ფინანსური მაქინაციების გამო -15 ქულით უკვე დაისაჯა, მაგრამ ჯერ საქმე არ დასრულებულა.

იტალიური მედიის ცნობით, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ხელფასებთან დაკავშირებულ მაქინაციებს იძიებს.

საქმეში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი ფიგურირებს, რომლებსაც ბრალად პრემიალური თანხების წესების დარღვევით აღებას ედავება. აპენინური კანონმდებლობით, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ფეხბურთელებს 1-თვიან დისკვალიფიკაცია ემუქრებათ.

ნახსენებია 16 მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელი. მათგან რამდენიმე მათგანის ვინაობა ცნობილია: ადრიენ რაბიო, ვოიცეხ შჩესნი, ლეონარდო ბონუჩი, ხუან კუადრადო, უესტონ მაკკენი და უკვე სხვა გუნდებში გადასულნი – პაულო დიბალა (რომა), არტური (ლივერპული) და ფედერიკო ბერნარდესკი (ტორონტო).

ფეხბურთელების სასჯელი გასაგებია. აი, ტურინელთა ბედი კი...

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები