ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ანდრეი კასიანოვს შეხვდნენ

სულ ნახვები : 102
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, ანდრეი კასიანოვს შეხვდნენ.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა იყო უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქცია და ჰუმანიტარული დახმარება.

მათივე ცნობით, ასევე საუბარი შეეხო საქართველო-უკრაინის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებასა და პოლიტიკური კავშირების განმტკიცებას.

„ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად განვიხილეთ ორი მსხვილი თემა. ერთი არის უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარება, რა შეიძლება გავაკეთოთ, რათა ამ ძალიან კრიტიკულ მომენტში ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში დავეხმაროთ. ამ მიმართულებით საინტერესო იდეებია და ჩვენც გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმი გავაკეთოთ. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივა ომის შემდგომი უკრაინის აღდგენის სამუშაოებსა და გეგმებზე, რომელიც მართლა უზარმაზარი და უპრეცედენტოა. ვფიქრობთ, რომ უკრაინის აღდგენაში საქართველოს ბიზნესსექტორის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ძალიან ინტენსიური და მნიშვნელოვანი მიმართულებებია, სადაც ქართულ ბიზნესს შეუძლია, მართლაც დიდი წვლილი შეიტანოს უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის პროცესში. ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო და აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი დიალოგი უკვე კონკრეტული ნაბიჯების დონეზეც“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები