მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად აკეთებს იმას, რაშიც პრეზიდენტობის დროს ადანაშაულებდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს - არჩილ თალაკვაძე

სულ ნახვები : 98
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად აკეთებს იმას, რაშიც პრეზიდენტობის დროს ადანაშაულებდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს; მართლაც ჰყავს დაქირავებული ძვირადღირებული ლობისტები, იმის ნაცვლად, რომ დამატებითი ექიმის მოწვევაზე დასთანხმდეს, ის და მისი გარემოცვა სწორედ ლობისტების მიმართულებით ხარჯავენ დროს და რესურსს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„აუცილებლად უნდა გავიხსენოთ განცხადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს გააკეთა საქართველოს პარლამენტში, როდესაც ის ხელისუფლებას ხელმძღვანელობდა, როდესაც ის წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დაპატიმრებული ჰყავდა, მაშინ თვითონ ადანაშაულებდა, რომ მათ ჰყავდათ ძვირად ღირებული ლობისტები დაქირავებული ამერიკასა და ევროპაში, ადანაშაულებდა, რომ ამ ლობისტებით წინა ხელისუფლების დაპატიმრებული წარმომადგენლები ცდილობდნენ საქართველოს რეპუტაციის შელახვას. ეს იყო ხმამაღალი განცხადება, რაც სააკაშვილმა პარლამენტში გააკეთა. დღეს, პრაქტიკულად აკეთებს იმას, რაშიც ადანაშაულებდა თავისი წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. მართლაც ჰყავს დაქირავებული ძვირადღირებული ლობისტები, იმის ნაცვლად, რომ დასთანხმდეს შეთავაზებას დამატებითი ექიმის მოწვევაზე, დამატებითი სამედიცინო რესურსების ჩართვაზე ითანამშრომლოს ექიმებთან, ის და მისი გარემოცვა სწორედ ლობისტების მიმართულებით ხარჯავენ დროს და რესურსს. ალბათ, ეს არის ის ბრალდება, რასაც თავად უყენებდა ადრე თავის ოპონენტებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არ გაიმეორებს იმ მიდგომებს, რაც სააკაშვილს ჰქონდა.

„როგორც ჩანს, ისტორია მეორდება, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენ ნამდვილად არ გავიმეორებთ და არც გავიმეორებთ იმ პრაქტიკას, მიდგომებს, რაც ჰქონდა სააკაშვილს. ხედავთ, რომ დღეს პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებები არის დაცული, არავითარი შურისძიების განწყობა არ არსებობს, იუსტიციის სამინისტრომ ღიად და გულწრფელად გამოთქვა მზადყოფნა, რომ ჩართოს ნებისმიერი პროფილის ექიმი დამატებით, ჩართოს ნებისმიერი სამედიცინო რესურსი, თუ მართლაც საუბარი არის მკურნალობაზე, თუ მართლაც ყველას სურს სამედიცინო შედეგებია მიღება. ამაში გვაეჭვებს ისევ ექიმების განცხადებები. კლინიკის ხელმძღვანელმა, მისმა მკურნალმა ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არ აქვთ განცდა, რომ სააკაშვილის გარემოცვას აინტერესებს მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ძალიან მძიმეა ექიმისთვის, რომელიც მკურნალობს, ჰქონდეს განცდა, რომ პაციენტს, თუ მის გარემოცვას არ სურს რეალურად ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ამ დამახინჯებულ რეალობაში ვიმყოფებით და ამ დამახინჯებულ რეალობაზე დაყრდნობით სააკაშვილი, მისი ბიძა, მისი გარემოცვა მისი პოლიტიკური მეგობრები ისევ საქართველოს უყენებენ პრეტენზიებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა ე.წ. მაგნიტსკის სიის ავტორის ბილ ბრაუდერის თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, რომელიც თავად ბრაუდერმა გაავრცელა.

„სინამდვილეში, სააკაშვილი, მისი ბიძაც არიან უშავესი სიის წარმომადგენლები. არის ომბუდსმენის ანგარიშები და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ სააკაშვილის, მისი პოლიტიკური გუნდის უმძიმესი ბიოგრაფია სავსეა ადამიანის უფლებების დარღვევებით, მკვლელობებით, წამებით, დემოკრატიის განადგურებით, მედიის დაპატიმრებით და ოპონენტებზე ზეწოლით. შესაბამისად, რამე სია თუ დგება და კეთდება, პირველ რიგში, ეს ადამიანები არიან იქ შესაყვანი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები