სანამ სააკაშვილი პატიმარია, პარტიას ექნება პრობლემები - ნიკა მელია

სულ ნახვები : 96
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სანამ სააკაშვილი პატიმარია, პარტიას ექნება პრობლემები - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გადაცემა გიორგი თარგამაძის ფორმულაში.

"როდესაც პარტიას დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაში ჰყავს, ცალსახაა, რომ გაიზრდებოდა პრობლემები. წარმატებითაც რომ ჩავატაროთ ახლა არჩევნები, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, მანამ პარტიას ექნება მეტი და მეტი პრობლემა. ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალს ვუსწორებთ. უბრალოდ აღმოჩნდა ისე, ადამიანებმა, ნაწილმა მათგანმა, ღრმად ვარ დარწმუნებული, საკუთარი ნების წინააღმდეგ საჯარო კომუნიკაციაში განაცხადეს, რომ ეს არის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ბრალი.

იცით, რომ პარტია არსებობს ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არსებობს, ის რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით ჩვენ არ ვაქტიურობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის ფესვებგამდგარი ღრმად, ამ ყველაფერს მივიღებდი და ახლაც მივიღე და ხედავთ, რომ ვმონაწილეობ ამ არჩევნებში"- ამბობს მელია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები