ნიკა მელია ენმ-ის არჩევნებზე: ან იმარჯვებს ღირსება, პრინციპები უღირსობასა და უპრინციპულობაზე

სულ ნახვები : 134
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ან იმარჯვებს ღირსება, პრინციპები, უღირსობასა და უპრინციპულობაზე - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის მოქმედმა თავმჯდომარემ და თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში." მე მიმაჩნია, რომ ეს გამოწვევა არის პარტიისთვის უმნიშვნელოვანესი, რომელიც ეს განსაზღვრავს ამ პარტიის მომავალს. ვიღაცამ თუ ჩათვალა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში პარტიის ბილეთი აიღო და იდეაზე უარი თქვა და ეს არის ენმ-ის წევრობა, ეს არ არის. ეს პარტია, პირველ რიგში, არის იდეა, ფასეულობა და ღირებულება და ჩემთვის ეს ღირებულებითი არჩევნებია. ღირებულებითი არჩევნებია, როდესაც ის, რომ მდიდარია ადამიანი არ ნიშნავს, რომ შეიძლება, პოლიტიკურმა სისტემამ, მათ შორის ოპოზიციაში მისცეს შესაძლებლობა, რომ დაემორჩილოს. თუ კი ამას ჩვენ ახლა დავუშვებთ პარტიის შიგნით, ეს ნიშნავს არა ირიბ, არამედ პირდაპირ აღიარებას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაშიც, ჩვენ ვიქნებით იგივე პარტია, რომელიც უნდა იმართებოდეს ვიღაც ძალიან მდიდარი ადამიანის [მიერ].

[...] ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ არავის და დემოკრატიული მმართველობა პარტიის ამ პრობლემებს თავშივე ამოძირკვავს. ჯერჯერობით, ეს მანკიერება დასამარცხებელი გვაქვს ჩვენ. ეს შესაძლებლობა მოცემული გვაქვს 28-30 იანვარს და მე ვთხოვდი ყველა პარტიის ამომრჩეველს, მხარდამჭერს, გულშემატკივარს, პოტენციურ ამომრჩეველს, ვინც ჯერ კიდევ არ დარეგისტრირებულა, დარეგისტრირდით და მიიღეთ, ჩემი ღრმა რწმენით, ისტორიულ არჩევნებში მონაწილეობა.

ან იმარჯვებს, ჩემი აზრით, ღირსება, პრინციპები, უღირსობასა და უპრინციპულობაზე, ან ზნეობა ან უზნეობა, ან ფული ან პატიოსანი შრომით მიღწეული შედეგი" - აცხადებს ნიკა მელია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები