მიხეილ სააკაშვილზე თუ ასე წუხხარ, ღამის გასართობ შოუებში რომ დადიხარ, ეს არ არის უხერხული? - ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილს

სულ ნახვები : 642
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყოველი წინადადება იწყება მიხეილ სააკაშვილით და მთავრდება მიხეილ სააკაშვილით, თუ ასე წუხხარ, ღამის გასართობ შოუებში რომ დადიხარ, ეს არ არის უხერხული? ჩემთვის ესეც მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე თანაპარტიელის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „სააკაშვილის უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ნიკა მელია თანამდებობებს ინაწილებს“.

როგორც დოლიძე განმარტავს, „მიხეილ სააკაშვილს მისი უახლოესი მეგობრებიც კი არ ახსენებენ ხშირად და ჩუმად აკეთებენ საქმეს, რაც გასაკეთებელია“.

„ვცდილობ, ყველანაირად, პიროვნულად არ გადავიდე და არც გადავდივარ ხოლმე, თუ სასწაული არ მოხდა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, თითოეული რესპონდენტი, რომელიც ჟურნალისტებთან გამოდის, მიხეილ სააკაშვილს 30-ჯერ მაინც ახსენებს, ამით რას უმტკიცებ, ვის უმტკიცებ, ვის აჯერებ, თუ საკუთარ თავს აჯერებ, რომ თურმე, ყველაზე მეტად შენ წუხხარ. მიხეილ სააკაშვილის მართლა უახლოესი მეგობრები ვინც არიან, ისინი არ ახსენებენ ასეთი რაოდენობით და ჩუმად აკეთებენ საქმეს, რაც გასაკეთებელია. ეს პოპულისტური კრიტიკა, ლოზუნგები და სადღეგრძელოები... გუშინ ვისმინე, თუნდაც ლევანისგან [ხაბეიშვილი] ცოტა გამიკვირდა, 9 საათზე, ნიკა მელიამ ბრიფინგი დააანონსო, ველოდებოდი, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში გააკეთებდა განცხადებას და აბსოლუტურად სხვა საკითხს შეეხოო. ყოველი წინადადება იწყება მიხეილ სააკაშვილით, მთავრდება მიხეილ სააკაშვილით, თუ ასე წუხხარ, ღამის გასართობ შოუებში რომ დადიხარ, ეს არ არის უხერხული? ჩემთვის ესეც მიუღებელია. როცა შენ ამით ცხოვრობ და გვეუბნები, ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი ციხეშია, ასეთ მდგომარეობაშიაო, თან მერე რესტორნებში და თან გასართობ შოუებში დადიხარ, ესეც არაფერში არ წერია პირადად ჩემი გადმოსახედიდან, სხვას შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეს“, - განაცხადა დოლიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა