ფილმი „ნავალნი“ ოსკარზე წარადგინეს

სულ ნახვები : 222
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ფილმი „ნავალნი“ 2023 წლის „ოსკარის“ კინოდაჯილდოების ცერემონიალზე (ნომინაცია საუკეთესო დოკუმენტური ფილმი), ხუთი დოკუმენტური მიმართულების ფილმში მოხვდა.

აღნიშნულის შესახებ, საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე „ოსკარის“ აკადემია წერს.

„ოსკარის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2023 წლის 12 მარტს გაიმართება.

ცნობისთვის, ფილმში „ნავალნი“ მოთხრობილია ამბავი, თუ როგორ მოწამლეს ის რუსეთში ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც დღემდე პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ, ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ აღიქმება და რა გზა განვლო მან, თავისუფლებისთვის ბრძოლიდან რუსეთის ერთ-ერთ კოლონიამდე, სადაც მას პატიმრობის პერიოდში, ე.წ. კარცერში 113 დღის გატარება მოუხდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა